„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს

„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 136

ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო - პოპულარიზდება გარემო:„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ”, ეს მენტალიტეტი„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მსგავსი მენტალიტეტი დემოკრატიას ეწინააღმდეგება.

„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს - პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ” გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და.„2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,” - წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია”.

„ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე