იმერეთში გამოკვეთილია 4 პრიორირეტული მიმართულება, რომელსაც ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი გააჩნია. ამის შესახებ საუბარია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ კვლევაში.
საუბარია, დოკუმენტზე სახელწოდებით - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია იმერეთში“, სადაც რეგიონის ეკონომიკური და სოციალური მახასიათებლებიც არის განხილული.
როგორც სამინისტრო განმარტავს, იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება განხორციელდა JRC-ის ექსპერტების მონაწილეობით და მიზნად ისახავდა იმერეთისთვის იმ დარგების გამოვლენას, რომლებსაც აქვთ როგორც ძლიერი მხარეები, ასევე გარდაქმნის სტიმულირების პოტენციალიც.
ჩატარდა რამდენიმე სახის კვლევა, საბოლოოდ კი , ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის საფუძველზე, დაჯგუფების და დასახელებების დაზუსტების შედეგად, იმერეთის რეგიონისთვის პერსპექტიულ პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა შემდეგი:
- ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
- ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება
- კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება, ჰორეკას სექტორი)
- ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება