4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე - კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მიუღებელია - შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე - კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მიუღებელია - შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 159

კანონმორჩილი ვიყავი მთელი ცხოვრება, ჩემთვის ძალადობა მისაღები არაა. შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის დესპანი ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენების ფაქტზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, ე.წ. მედროშემ განაცხადა.

მას შემდეგ, რაც მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოისმინა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს, ჭავჭანიძემ სიტყვით ისარგებლა.

„მთელი ცხოვრება ნებისმიერი ტიპის ძალადობის წინააღმდეგი ვარ, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები, ჩემში არ ზის, რომ მოძალადე ვიყო და როგორ აღვიქვა ახლა ეს?

უამრავი მასალა დევს ჩემზე სუს-ში, ჩემზე ყველაფერი იციან“, - განაცხადა ჭავჭანიძემ.

მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუმარტა, რომ პროკურატურამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გადაწყვეტილებას კი მოსამართლე მიიღებდა.

„ემოციები გადადეთ, ასე არ გამოვა“, - მიმართა მას კალატოზიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე