მისივე თქმით, ძალადობას ყველა გმობს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.
„ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ. ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული. ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები. მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი. ამ გადატრიალების, რეალური დამხობა როცა მოხდა, ზოგი წევრი დღეს ხელისუფლებაშია. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ის „ქართული ოცნების“ რიტორიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ცალკეულმა ევროპულმა სახელმწიფომ თუ პოლიტიკოსმა წაახალისა მშვიდობიანი დამხობა“.
„ეს არის კობახიძის სამარცხვინო რიტორიკა, რომელსაც გამარჯვებას ცივილიზებულ სამყაროში არავინ ეუბნება. ნახეთ, კანცლერი გვერდით ეჯდა და ორი წუთითაც არ ესაუბრა. როდესაც ევროპულ ბიუროკრატიას უწოდებ დემოკრატიულად არჩეულ ევროპულ მთავრობებს….თურმე ბიუროკრატიაა გერმანიის მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა, დემოკრატიულად არჩეული ადამიანები და წარმომადგენლები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ