ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია- სტიქია ლაგოდეხში

ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია- სტიქია ლაგოდეხში

27-09-2025 12:53
პოსტი ნახა: 400

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია.

დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიტბორა – საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები,მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის პირველივე წუთებიდან დაწყებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე