რუსეთმა უკრაინას 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 97 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეტევა გრძელდება. ჩრდილოეთში საფრენი აპარატების ახალი ჯგუფი დაფიქსირდა. უსაფრთხოების ზომები დაიცავით“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებით დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ორ ლოკაციაზე ჩამოვარდა.