„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგოც მეგი დიასამიძისთვის, ასევე ჩვენთვისაც, საბოლოოდ, უცნობია, თუ არტომ არის დაკავებული და რა არის მისი დაკავების საფუძველი. მისთვის არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ არ გადაუციათ არავითარი დოკუმენტი, არ განუმარტავთ, თუ რის გამო არის დაკავებული, უბრალოდ, გაიტაცეს.
გატაცება მოხდა ძალიან სასაცილო „სპეცოპერაციის“ შედეგად. მეგი მიემგზავრებოდა აჭარის რეგიონში, სახლში, რა დროსაც მიკროავტობუსი,რომელსაც ის მიჰყვებოდა, გზაში ვითომ გაფუჭდა. მოვიდა სხვა მიკროავტობუსი, რომლის მძღოლმაც უთხრა,რომ იქ გადამსხდარიყვნენ. მეგი დასვეს მძღოლის გვერდით იმ მოტივთ,რომ სხვაგან არ იყო ადგილი. შემდეგ უკვე, ეს ახალი მიკროავტობუსი ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში გაჩერდა, სადაც გზა დაუსახლებელ ადგილზე გადის. აქ გააჩერა პატრულმა,რომელიც ჯერ მძღოლს ეჩხუბებოდა, ვითომ რაღაც დარღვევის გამო, რის შემდეგაც მითითება მიიღო, შემოუარა მიკროავტობუსს და პირველ რიგში,გააკეთა ის,რომ მეგის წაართვა ტელეფონი და უთხრა, რომ ჩამოსულიყო მიკროავტობუსიდან, რის შემდეგაც ის აღმოჩნდა პოლიციის ავტომობილში.
9 საათის განმავლობაში მას ჰქონდა ხელბორკილები, ხელები ზურგს უკან შეკრული, რაც არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლ-ფასი ქმედება. მიუხედავად თხოვნისა, რომ ბორკილები ან ცოტა მოეშვათ ან წინ გადმოიტანთ, რადგან ბორკილები დროთა განმავლობაში დაკავებულს ხელზე უჭერს ხოლმე,მის ხანგრძლივობით გაკეთება არ შეიძლება. მეგის ახლაც,დილით როცა შევხვდი ხელზე ეტყობა ბორკილების შედეგად მიღებული დაზიანებები. მას კრიმინალებმა, რომლებსაც პოლიციის ფორმა ეცვათ, ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები იმოძრავე და ნაკლებად გეტკინებაო“- განაცხადა შოთა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს"-თან.