უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყეს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 102

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანაყოფმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც გემი მწყობრიდან გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, 10 სექტემბერს რუსულ გემს ქალაქ ნოვოროსიისკის მახლობლად მდებარე წყლებში დაარტყეს.

„უკრაინული წარმოების დრონით ზუსტი დარტყმა განხორციელდა გემის მართვის ცენტრში, სადაც ნავიგაციისა და საკომუნიკაციო სისტემებია განთავსებული. დარტყმის შედეგად განადგურდა მტრის გემზე არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის აღჭურვილობა, თავად გემი მწყობრიდან გამოვიდა და ხანგრძლივი შეკეთება ესაჭიროება“, - აცხადებს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

უწყების ინფორმაციით, დარტყმის მომენტში MPSV07-ის ტიპის მრავალფუნქციური გემი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, ნოვოროსიისკის მახლობლად პატრულირებდა და რადიოელექტრონულ დაზვერვას ახორციელებდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე