ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 1000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 1000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

25-02-2025 21:25
კატეგორიები: რეგიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქობულეთის

მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“შიდა სასოფლო გზები ჯერჯერობით ვერ იწმინდება, ამ ეტაპზე, სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა იწმინდება. 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე ცენტრალური გზები იწმინდება. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია, შუქის გარეშე 1000-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი. პაციენტებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, სამაშველო სამსახურთან ერთად ვეხმარებით”, - აცხადებენ მერიაში.

პოსტი ნახა: 711


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე