ალბანეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  დემონსტრანტებმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისს ე.წ. ბენზინის ბომბები ესროლეს.

ალბანეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისს ე.წ. ბენზინის ბომბები ესროლეს.

21-02-2026 14:39
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 181

 

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალბანეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისს ე.წ. ბენზინის ბომბები ესროლეს.

ცნობისთვის, ალბანეთში პოლიტიკური ვითარება დეკემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ვიცე-პრემიერს, ბელინდა ბალუკუს კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ სახელმწიფო ტენდერებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა. ბალუკუ ბრალდებებს უარყოფს.

ალბანეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბალუკუს უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო სპეციალურმა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა, რათა მისი დაკავება შესაძლებელი გამხდარიყო. თუმცა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას „სოციალისტურ პარტიას“ პარლამენტში უმრავლესობა აქვს და ბალუკუსთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უარი განაცხადა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე