📍"ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
💬 "„ჩვენ რუსეთის მიერ მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს. რუსული მოდელი გვაქვს, რომელიც სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს რუსეთს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთან ეს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას ნიშნავს, მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, რომელიც იბრძვის.
ევროპამ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. ეს მარტივი არ არის, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი კრიზისია. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძლიერი ევროპისთვის და ასევე, ამერიკელი პარტნიორებისთვის“

პოსტი ნახა: 12