ALDE ალეკო ელისაშვილის საქმეზე - რა თქმა უნდა, ამ ქმედებებს არ ვამართლებთ, ისევე, როგორც არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან ქიმიური იარაღის გამოყენებას

ALDE ალეკო ელისაშვილის საქმეზე - რა თქმა უნდა, ამ ქმედებებს არ ვამართლებთ, ისევე, როგორც არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან ქიმიური იარაღის გამოყენებას

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 79

რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, - ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ „მხრიდან რეაქცია არ არის“.

„ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე