მისი თქმით, უკრაინელების 82% რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ითხოვს.
„მათ შეთანხმება სურთ. მე ეს მესმის. ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინას „კორუფციასთან დაკავშირებული მასიური პრობლემა აქვს“.
„ეს არავის ცილისწამებას არ ნიშნავს. ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება არჩევნები? თუ უბრალოდ ასე გაგრძელდება?“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ აშშ და კიევის სხვა მოკავშირეები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.