მისი თქმით, ვინც 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივა, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძე.
„იოლად არაფრის დათმობას ვაპირებთ. ყველგან, სადაც შესაძლებელია, უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძვით. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გაჯიქება და ერთმანეთისთვის ჯიბრში ჩადგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. არჩევანი არის ძალიან მარტივი, ვინც არჩევნებზე არ მიდის, განსაკუთრებით ოპოზიციონერი ამომრჩეველი, ის მხარს უჭერს კალაძეს. ეს არის მარტივი ამბავი. ყველა დაფიქრდეს, რა გვირჩევნია, თბილისის მერი 5 ოქტომბერს იყოს ისევ კახა კალაძე, თუ ირაკლი კუპრაძე? მარტივი არჩევანია და თქვენი გულის კარნახით მოიქეცით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა