📍ალეკო ელისაშვილი - რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მაშინ უნდა დამეხოცეთ მოსამართლეები, პროკურორები - ამასაც ვფიქრობდი, რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ

📍ალეკო ელისაშვილი - რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მაშინ უნდა დამეხოცეთ მოსამართლეები, პროკურორები - ამასაც ვფიქრობდი, რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 17

📍ალეკო ელისაშვილი - რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მაშინ უნდა დამეხოცეთ მოსამართლეები, პროკურორები - ამასაც ვფიქრობდი, რომ დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ

💬"როცა ვნახე, „რადიო თავისუფლებას“ ედო ინტერვიუ, გოგო ამბობდა, პირში მაფურთხებდნენ პოლიციელებიო. რა ნამუსით უნდა მეცხოვრა, დამეძინა და გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა ამეღო, დამეხოცეთ სათითაოდ მოსამართლეები, პროკურორები, ტყვიამფრქვევი უნდა ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე?! აი, მაგას ვფიქრობდი ერთ-ერთს, რაც უნდა გამეკეთებინა - დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც ამას აკეთებდით ყველა. ან ის უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე, უფრო სწორედ! არ მეშინია, გინდათ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემ საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვარ ზაქარია ჩოხელი, რომ 2 წელი დავიმალო და ქათმის ბარკლებით ვცადო რაღაცების მოგვარება. რაც გავაკეთე, მე ვარ პასუხისმგებელი. ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის. ქვეყანას რომ ეხება, იმაზე ვდარდობ. ჟურნალისტებს გთხოვთ, მე ხელი არ მომიწვდება, კობახიძეს თავისი დარდი აქვს, მართლა ჩემ გვერდზე ჩაამწყვდევენ ორივეს, ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ჰკითხეთ, ნიღაბი არ ეკეთა ზაქარია ჩოხელს და რატომ არ ზის ციხეში? და მეორე ბრალი რომ წარმიდგინეთ და კილომეტრიდან ტელესკოპით გადაღებული ვიღაცა ტიპი რომ დადგება, ბენზინს ასხამს და ნიღაბი უკეთია, რაღა მე ამომიცანით?“, - განაცხადა ელისაშვილმა პროცესზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე