ალექსანდრ ვუჩიჩი - ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება

ალექსანდრ ვუჩიჩი - ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 89

ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ადგილობრივ ტელეარხ „ფინქ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს პერსპექტივა სულ უფრო აშკარა ხდება.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ფაბიენ მანდონის განცხადებაზე საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საფრანგეთი „სამ-ოთხ წელიწადში შოკისთვის მზად უნდა იყოს“, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ „ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება“.

„ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ყველა ამისთვის ემზადება. ეს გენერალმა განაცხადა, რომელიც უკიდურესად პასუხისმგებლიანი ადამიანია“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

„ჩვენ გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე