ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, წინააღმდეგი არ არის, ევროპამ სერბეთისგან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეიძინოს

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, წინააღმდეგი არ არის, ევროპამ სერბეთისგან უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეიძინოს

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 153

„მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოს მეომარი მხარეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას ვახდენთ, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ შეთანხმება დადონ და ჩვენგან ყველაფერი შეიძინონ. ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ფენომენალური წვლილი იქნება,“ - აღნიშნა ვუჩიჩმა.

მისი თქმით, სერბეთის საწყობები სავსეა საბრძოლო მასალით, განსაკუთრებით ნაღმმტყორცნების ჭურვებით.

სერბეთში შეძენილი საბრძოლო მასალის უკრაინაში შემდგომი გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „მყიდველებს შეეძლებათ მისით ის გააკეთონ, რაც სურთ“.

„ჩვენ მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტები გვჭირდება, რათა დავგეგმოთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი ნეიტრალური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ევროპულ არმიებთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამჟამად ევროპული ქვეყნებისგან მის წინადადებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე