რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე ავრცელებს.
არევაძემ ჩილაჩავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა.
„შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა „გაგრა”! აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, - აცხადებს ადვოკატი.