ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ, როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია, - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკს, რომელიც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.
„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია. არ ვერევით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ადამიანებისთვის. ეს ჩვენი პოზიციაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ