თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

23-05-2025 13:13
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1053

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 

"რადიო თავისუფლება" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეითი გზას არასწორ ადგილას კვეთდა, მანქანის მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობდნენ, ის, სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში.

მეორე დაშავებული ფეხით მოსიარულე ქალია, რომელიც ავარიის დროს ტროტუარზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მას მანქანა არ დაეჯახა, თუმცა ფეხი მაინც დაიზიანა მკვეთრი მოძრაობის გაკეთებისას

რადიო თავისუფლების თქმით ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან 20-30 მეტრშია შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი

[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე