ალიევის თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანში USAID-ის უკანონო ქმედებების შესახებ „საქაღალდეს“ წარუდგენს

ალიევის თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციას აზერბაიჯანში USAID-ის უკანონო ქმედებების შესახებ „საქაღალდეს“ წარუდგენს

09-04-2025 13:15
კატეგორიები: მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ის მზადაა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს USAID-ის უკანონო საქმიანობის შესახებ მასალები წარუდგინოს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანში USAID-ის უკანონო საქმიანობის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

„ჩვენი გენერალური პროკურატურა ახლა USAID-ის უკანონო საქმიანობას იძიებს. წინასწარი შედეგების შესახებ მე ინფორმირებული ვარ. შედეგებმა ორგანიზაციის ანტიაზერბაიჯანული აქტივობის, მთავრობის საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების მასშტაბი აჩვენა. როგორც კი „საქაღალდე“ მზად იქნება, ჩვენ მას ტრამპის ადმინისტრაციას წარვუდგენთ, რათა მათ კორუმპირებული USAID-ისა და მისი კორუმპირებული ხელმძღვანელების წინააღმდეგ სერიოზული ზომები მიიღონ“, - თქვა ალიევმა.

პოსტი ნახა: 601


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე