მამუკა მდინარაძე - თავის დროზე რუსთაველზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ

მამუკა მდინარაძე - თავის დროზე რუსთაველზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ

09-04-2025 14:18
კატეგორიები: პოლიტიკა

ბევრმა იქ მდგომმა კარგად იცის, რომ თავის დროზე, რუსთაველის გამზირზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ, რომელიც თავის თავს „რუსულ ბანს“ უწოდებდა - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, გაათრიონ და მერე იქ ტიტები დააწყო,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსთაველზე მყოფი ადამიანები „რაღაც“ სურათის დადგმასა და პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ.

„ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს - ერთი, დიდი ტრაგედია, როდესაც ჩვენი 21 მშვიდობიანი, გულანთებული მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს გახდა გამარჯვების სიმბოლო და აქედან 2 წელში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იზეიმა. როდესაც ჩვენ ამ თარიღზე ვსაუბრობთ, ჩვენი შვილები გმირობისა და თავგანწირვის მაგალითზე და მეორე მხრივ, დამოუკიდებლობის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ - ესაა დღევანდელი დღის მთავარი არსი.

რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, ბევრმა იქ მდგომმა კარგად იცის, რომ თავის დროზე, რუსთაველის გამზირზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ, რომელიც თავის თავს რუსულ ბანს უწოდებდა. დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ერთობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართული და ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან ასოცირდება, ცდილობენ, რომ დაპირისპირება და ძალადობა შემოიტანონ, ასეთ პროვოკაციებს არ ავყევით. რაღაც სურათის დადგმა უნდოდათ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, გაათრიონ და მერე იქ ტიტები დააწყო. ამიტომ ვარჩიეთ, რომ სამებაში ამოვსულიყავით, პარაკლისზე და გარდაცვლილთა სულები მოგვეხსენიებინა და ყოველთვის შევეცდებით, რომ სისასტიკეს, ბოროტებას დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, ღირსებითა და ღირსეულად ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებიც ამ ბინძურ ნარატივს არიან აყოლილები, ცუდ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომ „9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, დღეს კი კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“. მდინარაძის თქმით, ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ხელყოფს, მტერი უნდა დავუძახოთ, განურჩევლად ეროვნებისა.

„ზუსტად იგივე მინდა გავიმეორო. დიახ, ტოლობის ნიშანია დასასმელი. უცხოური ძალა ეს რუსი ოკუპანტი იქნება, თუ სხვა ძალა, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს, ამას არანაირი მნიშვნელობა საქართველოსა და ქართველობისთვის არ აქვს. ოკუპაციას რუსეთი განახორციელებს თუ ამას სხვა ქვეყანა დააპირებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ოკუპაციას რუსეთი ცდილობს და ის მტერია და თუ ხვალ ამას სხვა დააპირებს, იმასაც მტერი უნდა დავუძახოთ. საქართველო ყოველთვის იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის, ვინც არ უნდა იყოს მეორე მხარეს. დამოუკიდებელი უნდა იყო ყველასგან. როდიონოვისა და საბჭოთა რუსული არმია რომ იყო 1989 წელს ეს ყველამ ვიცით, ეს მარტივი ამბავია, ფაქტობრივი გარემოებაა, რასაც დადასტურება სჭირდება. დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ ყველასგან.

საზოგადოებრივი ჯანსაღი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს, ჩემი აზრით შემდეგნაირად - როდესაც თავის თავზე კაცი ამბობს, რომ - „მე რუსი ბანი ვარ“ - სხვათაშორის, აგვისტოს ომის შემდგომ და 9 აპრილის მიტინგის წამყვან ირაკლი ქადაგიშვილს, მემორიალთან მისვლას უშლის, ეს ამორალურია, არის თუ არა ეს პარადოქსი? პროვოკაციას არ ავყევით და 9 აპრილის მემორიალთან მისვლით მუშტი-კრივი, რომ არ ავტეხეთ, ამით ნუ გაიხარებენ.

საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც, მათ შორის 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოსტი ნახა: 473


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე