ანდრეი სიბიგა - მსოფლიოში არავის სურს ამ ომის გაგრძელება - რუსეთის გარდა, პუტინი აგრძელებს ტერორს, რადგან თვლის, რომ შეუძლია გამარჯვება

ანდრეი სიბიგა - მსოფლიოში არავის სურს ამ ომის გაგრძელება - რუსეთის გარდა, პუტინი აგრძელებს ტერორს, რადგან თვლის, რომ შეუძლია გამარჯვება

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 127

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასობრივი თავდასხმის შედეგად, რომელიც 450 დრონითა და 45 რაკეტით, მათ შორის ბალისტიკურით განხორციელდა, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსული დარტყმები კვლავ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წინააღმდეგ იყო მიმართული, გაანადგურეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დააზიანეს რკინიგზის ქსელები.

„მსოფლიოში არავის სურს ამ ომის გაგრძელება - რუსეთის გარდა. პუტინი აგრძელებს ტერორს, რადგან ის კვლავ თვლის, რომ შეუძლია გამარჯვება და ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ამ ომის დასასრულებლად, ჩვენ გვჭირდება საკმარისი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც პუტინს აიძულებს, შეჩერდეს“, - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთს ენერგეტიკულ შემოსავლებს წაართმევენ, მისი ომის მანქანა შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებით დაზიანდება და პუტინს აღარ ექნება ილუზიები, რომ მისი ტერორი მას სპეციალური ტრიბუნალის ბრალდების გარდა სადმე სხვაგან მიიყვანს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე