არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დეკანოზმა, მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს და არშემდგარი კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი - ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დეკანოზმა, მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს და არშემდგარი კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი - ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?

08-11-2025 15:33
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 680

მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არ შემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა. მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო, ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგორ ფიქრობთ, ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?- ამის შესახებ განცხადებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა მიიტაცეს საპატრიარქო და გააუქმეს სინოდი.

„მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატრიარქიც და სინოდიც და ცდილობენ, ქრისტეც მიიტაცონ და ჩვენ გაგვაჩუმონ, რომლებიც ქრისტეს სამართალს ვუცხადებთ ერს. ხალხს რომ მივმართოთ, ხალხი დიდი ხანია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვა - გამგეობას, სინოდი არ არის. დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა, მივმართოთ ჩვენს ქრისტეს; უფალო გვშია და გვწყურია შენი სამართლიანობა, მოდი უფალო და გაფანტე შენი მტრები შენი ეკლესიიდან და შენი ერიდან. აღადგინე შენი სამართალი შენს ერში და ეკლესიაში, ნუ დაუთმობ ჩვენს თავს შენს მტრებს, რათა დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, ჩვენც ვთქვათ: იმით მივხვდით უფალო, რომ შენ ჩვენთან ხარ, რამეთუ ჩვენმა მტრებმა ვერ გაიმარჯვეს ჩვენზე

ჰე უფალო მოდი!“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე