თურქეთში, სუნამოების საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სუნამოების საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 129

თურქეთის ქოჯაელის პროვინციის დილოვასის რაიონში მდებარე სუნამოების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროვინციის გუბერნატორმა ილჰამი აქტაშმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, გაურკვეველია და რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრის ილმაზ თუნჩის ინფორმაციით, გამოძიების ჩატარება მთავარი პროკურორის მოადგილეს, ორ პროკურორსა და ექსპერტთა ჯგუფს დაევალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე