ანი ნადარეიშვილი - პოლონეთში ვიყავით ემიგრაციაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ბაჩო რამდენიმე კვირის წინ აპირებდა იქ გაბრუნებას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს - რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, სრული ბოდვა იყო

ანი ნადარეიშვილი - პოლონეთში ვიყავით ემიგრაციაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ბაჩო რამდენიმე კვირის წინ აპირებდა იქ გაბრუნებას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს - რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, სრული ბოდვა იყო

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 16

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს.

როგორც ანა ნადარეიშვილი აღნიშნავს, ადრე ისინი პოლონეთში როგორც ემიგრანტები „ლუკმა-პურის საშოვნელად იმყოფებოდნენ“ და კვლავ აპირებდა უკან გაბრუნებას. რაც შეხება მიზეზს, თუ რის გამო არ გაუშვეს ბაჩო ახალაია საზღვარზე, ანი ნადარეიშვილის თქმით, მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

„ბაჩო, რამდენიმე კვირის წინ აპირებდა უკან გაბრუნებას ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული, როგორც ყველა ემიგრანტი. ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. აქ, მოგეხსენებათ, არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით და საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან დაახლოებით 3 კვირის წინ.

არაფერი არ უთხრეს მიზეზი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი ყველა გადაადგილება და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა",- აღნიშნა ანა ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე