ირაკლი ქადაგიშვილი - შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ექნებოდა და ქვეყნიდან გასვლას გეგმავდა - არ არსებობს ფაქტი, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, წლებია ეს არავის უნახავს

ირაკლი ქადაგიშვილი - შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ექნებოდა და ქვეყნიდან გასვლას გეგმავდა - არ არსებობს ფაქტი, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, წლებია ეს არავის უნახავს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 23

შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, „ხომ არ გარბოდა ბაჩო ახალაია ქვეყნიდან“, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, ქადაგიშვილი დასძენს: „შეიძლება ასეთი სურვილიც ჰქონდა. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ეგ“.

„ჩვენ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ბაჩო ახალაიას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა 4 ოქტომბერთან და მის მესვეურებთან. ახლა აღმოჩნდა, რომ ჰქონდა, თან ინტენსიური. მეტი შინაარსი ამ ზარების და თანაქმედების რა არის, კონკრეტიკა გამოძიებასთან ერთად გაიხსნება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს ფაქტი, რის გამოც შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა.

„ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში არავის უნახავს. გამომდინარე აქედან, ამ გაგებით, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, ძირშივე არ არსებობს ფაქტი“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე