ანიტა ჰიპერი - ვერბალური თავდასხმები, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ, რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია

ანიტა ჰიპერი - ვერბალური თავდასხმები, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ, რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა მსოფლიო
პოსტი ნახა: 119

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული.

ჰიპერის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები „რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.

“უბრალოდ, კონტექსტისა და ქმედებების მხრივ, აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული. როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღალია.

როდესაც ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როდესაც დამოუკიდებელ მედიას დევნი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას იღებ მიზანში, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება, რათა შენს მმართველ პარტიას ჰქონდეს უპირატესობა - დემოკრატიის ენით არ საუბრობ.

ეს არის ჩვენი მხრიდან ქმედებები: ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ასე რომ, ამას მკაცრად ვეწინააღმდეგებით, მათ შორის ვერბალურ თავდასხმებს, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ და რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია”, - განაცხადა ჰიპერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე