პროკურატურა ზვიად რატიანისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ზვიად რატიანისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 133

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად რატიანთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ზვიად რატიანის საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ზვიად რატიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, ხოლო სასამართლომ ის დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო.

“ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ.

მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან ჩაბარდება დასაბუთებული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, - განაცხადა პროკურორმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე