ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა

ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა

06-05-2025 01:40
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 496

ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17 წლამდე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სპორტსმენებმა ერთი ოქრო და ოთხი ვერცხლი მოიპოვეს. ჩემპიონი გიორგი გოგელაშვილი (71კგ) გახდა, ვერცხლის მედლებს კი გიორგი მუნჭავა (48კგ), ერეკლე თავბერიძე (65კგ) , მამუკა ბიძინაშვილი (85კგ) და თემურ სიმსივე (110კგ) დაეუფლნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში ნაკრებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღო. ოქროს მედალი კობა გოგუაძემ (71კგ) დაიმსახურა, ვერცხლი ნურადინ მუსტაფაევმა (80კგ), ელგუჯა ლომიძემ (92კგ) და გიგია ლუქუნიძემ (110კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი საბა მინდიაშვილი (45კგ), რატი რევაზაშვილი (71კგ) და მურთაზ ბაღდავაძე (110კგ) დაეუფლნენ.

ქართველი მოჭიდავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე