1 000 დოლარი თვითდეპორტაციისთვის - ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური მიგრანტებისთვის „ნებაყოფლობითი თვითდეპორტაციის“ პროგრამას იწყებს

1 000 დოლარი თვითდეპორტაციისთვის - ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური მიგრანტებისთვის „ნებაყოფლობითი თვითდეპორტაციის“ პროგრამას იწყებს

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური მიგრანტებისთვის „ნებაყოფლობითი თვითდეპორტაციის“ პროგრამას იწყებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებლად ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გაეწევათ.

აშშ-ში მყოფი ნებისმიერი არალეგალი მიგრანტი, რომელიც თვითდეპორტაციისთვის სპეციალურ აპლიკაციას გამოიყენებს, 1 000 დოლარის სტიპენდიას მიიღებს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების დადასტურების შემდეგ გადაეცემა.

განცხადებაში „თვითდეპორტაცია“ მოხსენიებულია როგორც „აშშ-დან ღირსეული წასვლის გზა, რომელიც არალეგალებს მიგრაციისა და საბაჟო პოლიციის შეხვედრის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს“.

პოსტი ნახა: 177


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე