სტივ კოენი - „მეგობარი აქტი“ შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ

სტივ კოენი - „მეგობარი აქტი“ შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ

06-05-2025 01:57
კატეგორიები: მსოფლიო პოლიტიკა
პოსტი ნახა: 385

ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს თავისუფლებას საქართველოში და ეს არც ახლა შეცვლილა.

„ვამაყობ, რომ ვარ „მეგობარი აქტის“ წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო ვილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთთან და პუტინთან დაახლოებას. ბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ“, – აღნიშნა სტივ კოენმა.

„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე