Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

02-05-2025 13:07
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 616

კომპანია Apple-ი iPhone-ის თითქმის ორ მილიარდ მომხმარებელს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ წაშალონ სხვა ტექნოლოგიური გიგანტის აპლიკაცია. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლების ციფრულ კონფიდენციალურობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანიის სახელის ხსენების გარეშე, Apple, როგორც ჩანს, მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, გააუქმონ Google-ის Chrome-ის ინტერნეტ ბრაუზერი. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია YouTube-ზე გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, Google-მა სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკან მიაქვს დაპირება და Chrome-იდან cookie-ის სათვალთვალო ფაილებს არ წაშლის.

ეს ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტებს და რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს თვალყური ადევნონ Chrome-ის მომხმარებლების ვებ აქტივობას პერსონალიზებული რეკლამის მიწოდების მიზნით და შექმნან მრავალი მილიარდი დოლარის შემოსავლის ნაკადი Google-ისთვის.

 

წყარო:  https://primetime.ge/news/sazogadoeb/apple-i-iphone-is-momkhmareblebs-afrtkhilebs-170139



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე