2024 წელს საქართველოში მოსახლეობის 18.1% საარსებო შემწეობას იღებდა - მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

2024 წელს საქართველოში მოსახლეობის 18.1% საარსებო შემწეობას იღებდა - მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

15 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იზრდება მათი წილიც მთლიან მოსახლეობაში. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს 671 337 კაცი იღებდა საარსებო შემწეობას ქვეყანაში, რაც მთელი მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა.

შედარებისთვის, „საქსტატის“ ცნობითვე, 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 656 128 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 17.7%) იყო; 2022 წელს - 659 005 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 17.8%); 2021 წელს - 587 524 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 15.8%); 2020 წელს 483 702 კაცი (წილი მთელ მოსახლეობაში 13%).

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები ჯამში, 671 337 კაციდან უმეტესობა ანუ 448 720 პირი იყო ისეთი, რომელთა ოჯახის არც ერთი წევრი არ არის ჩართული საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში; ხოლო მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, რომელთა ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია - 222 618 კაცს შეადგენდა.

 

წყარო: https://www.bpn.ge/article/138610-2024-cels-sakartveloshi-mosaxleobis-181-saarsebo-shemceobas-igebda-mati-raodenoba-qovelcliurad-izrdeba/

პოსტი ნახა: 31


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე