მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ავსტრიელი ევროპარლამენტარი დაესწრება. მწვანეთა პარტიის წევრი, ლენა შილინგი პოლიტპატიმარი ჟურნალისტის საქმის განხილვას 16 მაისს პირადად დაესწრება.
გამოცემა heute წერს რომ შილინგი ამაღლობელის მხარდასაჭერად კამპანიის წარმოებასაც გეგმავს, სლოგანით – “დემოკრატიისთვის ბრძოლა ქალების საქმეა”. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელმა პოლიტიკოსმა შექმნა ორენოვანი პეტიციაც. პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს, მთელი მსოფლიოდან შეუძლია.
„პირადად დავაკვირდები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორც ევროპარლამენტის წევრი და როგორც ნიშანი იმისა, რომ ევროპა ყურადღებას აქცევს ჟურნალისტებისა და აქტივისტების კრიმინალიზაციას“ – განაცხადა შილინგმა. მისი თქმით, დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისადმი ერთგულება დანაშაული არ არის.
„მთელ მსოფლიოში ქალები სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან – იქნება ეს ირანი, ბელარუსი თუ საქართველო“, – ამბობს ევროპარლამენტარი.
წყარო: https://www.alia.ge/mzia-amaghlobelis-sasamarthlo-protsess-avstrieli-evroparlamentari-daestsreba/