თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ პოლიციის კორდონს მოუარეს და სკანდირებდნენ, რის შემდეგაც ისინი პოლიციელებმა სავარაუდოდ, დააკავეს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.
პარალელურად კი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაც მიმდინარეობს.