პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობას ითხოვს

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 153

პროკურატურა „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000- ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ შესვენების გამოცხადების შემდეგ დააყენა.

როგორც საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავს, მან კარგად იცოდა, თუ როგორი სამართლებრივი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე