ათონელის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე 2 მონაწილე დაშავდა.