ცნობილია, რა რაოდენობის თანხა წაიღეს სამტრედიაში ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებისას

ცნობილია, რა რაოდენობის თანხა წაიღეს სამტრედიაში ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებისას

8 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 588

სამტრედიაში ინკასაციის ავტომობილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“ინფო იმერეთმა” გაარკვია, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა 80 000 ლარის წაღება მოახერხეს.

რამდენმა პირმა განახორციელა თავდასხმა ავტომობილზე, რომელიც ათობით ათასი ლარით გადაადგილდებოდა ეს ამ ეტაპზე უცნობია.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამნაშავეების იდენტიფიცირება.

სამტრედიაში ინკასაციის მანქანა 23 ივნისს დააყაჩაღეს. შემთხვევა ტოლების თემში, სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე