აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მარში დააანონსეს

აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მარში დააანონსეს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 143

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს საპროტესტო მარში დაანონსეს.

მათი განცხადებით, მარში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის მონაწილეები მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარში. მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ და მოვალთ პარლამენტამდე ამერიკისა და საქართველოს დროშებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრობას აშშ-სთან და გამოვხატავთ მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე