პაატა მანჯგალაძე - მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის - ახლა ჩვენი ერთიანობით როგორღაც უნდა დავანგრიოთ ივანიშვილის გეგმა

პაატა მანჯგალაძე - მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის - ახლა ჩვენი ერთიანობით როგორღაც უნდა დავანგრიოთ ივანიშვილის გეგმა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 152

მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“.

როგორც პაატა მანჯგალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობის დაწყებით საკუთარი თავი გადადო და ის მებრძოლი ადამიანია.

„ადამიანმა თავისი ჯანმრთელობა და თავი გადადო. ამ განცხადებას მე არ შევაფასებ. ელენე არის მებრძოლი, გმირი ადამიანი და მის სიტყვას ნამდვილად დაფასება სჭირდება. დანარჩენი პოლიტიკა არის და პოლიტიკაში გადაწყვეტილებები სხვანაირად მიიღება. მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის. ცუდია, რომ ამ ფორმის გამოყენება გვჭირდება საერთო ენის გამონახვისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ბრალი დაუმძიმოს.

„რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ვფიქრობ, ერთიანობა არის საუკეთესო გასაღები. ერთად უნდა ვიყოთ პროტესტში, წინააღმდეგობის მოძრაობაში. რასაც გავაკეთებთ, ყველგან ერთად უნდა გავაკეთოთ. ივანიშვილისთვის მომგებიანი არის ნახევარი ბოიკოტში ვიყოთ, ნახევარი არჩევნებზე, მაგრამ არც ბოიკოტი გამოვიდეს და არც არჩევნები. აი, ეს არის ივანიშვილის გეგმა. ახლა ჩვენი ერთიანობით ეს გეგმა როგორღაც უნდა დავანგრიოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე