სალომე ზურაბიშვილი - გამარჯვება რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ

სალომე ზურაბიშვილი - გამარჯვება რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 185

გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ - იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ერთადერთი ამბიცია, „რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ.“

„ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, არუშავს, ესეც აღარ გამოუვათ, რადგან არაფერი გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ამაში ვერავინ ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ ამას. გასაგებია, სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით, ნუ მეკითხებით, იმ შემოგდებულ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ ის კიდევ რამდენიმე დღეები თუ კვირები, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ. უნდა დავინახოთ კარგად, რომ არ ჩაიბუდოს იმედგაცრუებამ, რომელიც მათგან არის წამოსული. თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდათ, რომ ჩვენ დაგვასუსტონ. როგორ გვასუსტებენ - ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა ის, რომ დღემდე არსებობს მიუხედავად იმისა, რასაც ცდილობენ ღია თუ ფარული ხერხებით. ჩემ დისკრედიტაციას ცდილობენ, არა უშავს ესეც არ გამოუვათ. არაფერი აღარ გამოუვათ თუ ყველა ერთად ვიქნებით. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე