არსებობს 3 ვარიანტი - როგორ და რა სახით შეგვიძლია დაგროვებითი პენსიის გამოტანა

არსებობს 3 ვარიანტი - როგორ და რა სახით შეგვიძლია დაგროვებითი პენსიის გამოტანა

04-05-2025 12:57
კატეგორიები: სხვა ამბები
პოსტი ნახა: 1748

საპენსიო ფონდიდან დაგროვებითი პენსიის საერთო აქტივების გატანის 3 ხერხი არსებობს - ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ საიტზეა განმარტებული.

საპენსიო ასაკში პენსია შესაძლებელია გაიცეს:

  • პროგრამული გატანის გზით - მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფა და ყოველთვიური პენსიის სახით მიღება;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანტუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით - მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა და სიცოცხლის ბოლომდე პენსიის მიღება;
  • მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით - ასეთი მეთოდით პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე გაწევრიანდა.

შეგახსენებთ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ადამიანთა რაოდენობა 1 604 000-ია. 2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 17 942-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 74.9 მლნ ლარი გაიცა.

საპენსიო აქტივების ღირებულება 6.5 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე