Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების წინაშე, შესაძლოა, კოლუმბია და მექსიკაც აღმოჩნდნენ, თუ ისინი არ შეამცირებენ შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკების ნაკადს.
„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, კუბა, რომელიც ვენესუელას ახლო მოკავშირეა, „როგორც ჩანს, მზადაა თავისთავად დაეცეს“, აშშ-ის სამხედრო ქმედებების გარეშე.