დანიის პრემიერი - მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა - დანია და შესაბამისად გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება

დანიის პრემიერი - მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა - დანია და შესაბამისად გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება

16 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 61

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.

„აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.

„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

მეტე ფრედერიკსენმა ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთა, რაც ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ - კეიტი მილერმა - სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია, შესაძლოა, აშშ-ის ანექსირებული ნაწილი გახდეს. ფრედერიკსენის აღნიშნული კომენტარების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

პოლიციამ 10 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა.     უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე