აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა.

აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა.

6 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 190

CNN-ის ინფორმაციით, სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის თქმით, თავდამსხმელი შავებში ჩაცმული მამაკაცი იყო, რომელიც ფეხით გაიქცა.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და პროვიდენსის პოლიცია საზოგადოებას ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

თავდასხმის ადგილის მახლობლად, ადგილობრივი, სახელმწიფო და ფედერალური სააგენტოების 400-ზე მეტი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი იმყოფება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე