რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დრონებით შეტევა ასევე მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში და ელექტროსადგურზე სმოლენსკის ოლქში.

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დრონებით შეტევა ასევე მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში და ელექტროსადგურზე სმოლენსკის ოლქში.

6 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 209

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დრონებით შეტევა ასევე მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში და ელექტროსადგურზე სმოლენსკის ოლქში.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ურიუპინსკში, ნავთობბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა იაროსლავში მდებარე „სლავნეფტ-იანოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა მოხდა.

„ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე სახლების დაზიანების შესახებ“, - წერს ტელეგრამ არხი Astra.

გარდა ამისა, რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ სმოლენსკიში, ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა ხორციელდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე