აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ბესენტიმ განაცხადა, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინას მისცემს ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. გვჯერა, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი მსოფლიოსთვის, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ. უკრაინის მთავრობასთან და ხალხთან პარტნიორობით ჩვენი ეკონომიკური ვალდებულების გაზრდით, როგორც კი ეს კონფლიქტი დასრულდება, უზრუნველვყოფთ გრძელვადიან უსაფრთხოებას ყველა უკრაინელისთვის“, – განაცხადა ბესენტმა.
სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე გაიმეორა ტრამპის სიტყვები, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი არ მოხდებოდა და ტრამპი მოწადინებულია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.