დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება

13-02-2025 02:40
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება  პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არცთუ ისე შორეულ მომავალში მოხდება.

ტრამპს ასევე ჰკითხეს უკრაინაში ვიზიტის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას მომავალში.

„ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება, ეს ომი არის კატასტროფა“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

პოსტი ნახა: 386


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე