დონალდ ტრამპი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის

დონალდ ტრამპი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის

13-02-2025 02:43
კატეგორიები: მსოფლიო

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ მოსაზრებას ეთანხმება.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ შეძლოს ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება.

რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, როგორც  ტრამპი ამბობს, ამ განცხადების შესახებ იცოდა და მას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, ეს სიმართლეა.

პოსტი ნახა: 305


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!